მსოფლიო

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ Amazon ყირიმში გაგზავნილი შეკვეთის გამო დააჯარიმა

Amazon

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანია Amazon ყირიმის, სირიისა და ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადება სამინისტროს საიტზე განთავსდა

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია დაჯარიმდა 139 523 დოლარით უცხოური აქტივების კონტროლთან დაკავშირებით დაწესებული სხვადასხვა სანქციების დარღვევის გამო. კერძოდ, ლაპარაკია მომსახურების გაწევაზე იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომელთა მიმართაც მოქმედებს სანქციები, ანდა შეკვეთის მომენტში იმყოფებოდნენ ყირიმში. 

შეტყობინებაში განმარტებულია, რომ 2011-2018 წლებში ყირიმში მყოფი პირები ახორციელებდნენ ბიზნესსაქმიანობას იმ ვებგვერდების მეშვეობით, რომლებიც Amazon-ის საკუთრებაშია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ Amazon-ის მომსახურებით სარგებლობდნენ, პირები, რომლებიც საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში არიან შემჩნეული. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ Amazon-ის ავტომატური სკრინინგის მოწყობილობებმა ვერ მოახერხეს სანქცირებული რეგიონების ამოცნობა და სწორედ ეს გახდა შეცდომის მიზეზი. როგორც ცნობილია, ყირიმში, იალტაში მყოფი პირები ცვლიდნენ რეგიონის ორთოგრაფიას, რის შემდეგაც კომპანიის სისტემები ვერ ახერხებდნენ რეგიონის ამოცნობას. 

რაც შეეხება ირანს, როგორც ირკვევა, Amazon-იდან შეკვეთები არა უშუალოდ ისლამურ რესპუბლიკაში არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იგზავნებოდა. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიამ გაიზიარა რეგულატორის პოზიცია და მზადაა, გადაიხადოს ჯარიმა. 

კომენტარები