საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მან ცსკა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ისაუბრა.
"გახარებული ვარ ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონის გუნდში გადასვლით და ვემზადები არაჩვეულებრივ მოთამაშეებთან ერთად თამაშისა და სამწვრთნელო გუნდთან ერთად მუშაობისთვის. იმედი მაქვს, რომ მოსკოვის ცსკა-სთან ერთად ევროლიგაზე და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ." - თქვა შენგელიამ.
ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელია ცსკა-ში ესპანურ საკალთბურთო კლუბ ბასკონიიდან გადავიდა, სადაც ექვს წელს თამაშობდა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



