ტურიზმი

მაჭავარიანი ფრენების აღდგენაზე: ეს თუ მოხდება, სიფრთხილით მოხდება

ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, ეს მოხდება სიფრთხილით, თუ მოხდება.

ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, გახსნა ამ შემთხვევაში ფრენების და მიღება სტუმრების ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს და ვიღაცას მოეჩვენოს სისულელედ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება, რასაკვირველია, ნეგატიური. 

თუმცა, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტიც, არის შემთხვევები, როცა გვყავს პარტნიორი ქვეყნები და გვავალდებულებენ, რომ მათთან ე. წ. ნაცვალგების პრინციპი გვქონდეს, ამას ფრთხილად ველოდებით, მათთან ვმუშაობთ და გავალთ კონსულტაციის გზით

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი TV იმედის ეთერში საერთაშორისო რეგულარული ფრენების კიდევ ერთი თვით გადავადებაზე.

კომენტარები