საარჩევნო კოდექსის ცვლილება

თარხნიშვილი: ევროპელები მივესალმებით ბესელიას ინიციატივას, გადამოწმდეს ბიულეტენები

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ევროპული საქართველო მიესალმება დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას, დაინერგოს საარჩევნო ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა. 

"სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უგულებელყო ეს ინიციატივა, უგულებელყო ასევე სხვა ინიციატივებიც, რომლებიც გვქონდა ოპოზიციას, მათ შორის ევროპულ საქართველოს და იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ეყოფა კეთილგონიერება, გადადგამს ნაბიჯს, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს მთლიანად და ასევე გაზრდის არჩევნების მიმართ ნდობას". – ამბობს ლევან თარხნიშვილი. 

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია 6 ივლისს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს, შეიქმნას მექანიზმი საარჩევნო ბიულეტენების გადასამოწმებლად. როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, კანონპროექტი იურისტ ვახტანგ ხმალაძის მიერაა მომზადებული და პარლამენტში 8 ივლისამდე დარეგისტრირდება. 

კომენტარები