საარჩევნო კანონმდებლობა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები III მოსმენით მიიღო

ტაბულა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 94 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტის თანახმად, მტკიცდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დამოკიდებული იქნება არჩევნებში მიღებული ხმების საერთო რაოდენობაზე. მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები. დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები – ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის გავრცელება და დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

უფრო ვრცლად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ იხილეთ აქ

კომენტარები