საარჩევნო კანონმდებლობა

ვეფხვაძე: ხელისუფლებას ყოფნის გონიერება, რომ სიტუაცია ჩიხიდან გამოიყვანოს

radiotavisupleba.ge

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლებას ყოფნის გონიერება, რომ სიტუაცია ჩიხიდან გამოიყვანოს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა მას ოპტიმისტურად განაწყობს.

"კარგია, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ხისტი პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარესთან სისტემებზე, ბარიერებზე, რაღაც კომპრომისულ ვარინატებზე იყო საუბარი. ჩვენ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გაგვაგებინებენ, რა ფორმით იქნება გაზიარებული ჩვენი შენიშვნები. დღევანდელი საუბარი მე ოპტიმისტურად განმაწყობს. ხელისუფლებას ყოფნის გონიერება, რომ სიტუაცია ჩიხიდან გამოიყვანოს", - თქვა ვეფხვაძემ.

დღეს დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.შეხვედრის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობა იყო.

კომენტარები