ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, როგორც მინიმუმ, ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივ თვითმმართველობის პროპორციულ სიაში ეს იქნება ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე, პრაქტიკაში ასეა, რომ ვსაუბრობთ ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე სიაში მოახვედროს კაცი
საარჩევნო კოდექსის ცვლილება
მდინარაძე: ქალთა კვოტირებაზე უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული აზრი
tbl.ge/4vll
დაკოპირდა
ქართული ოცნების ერთერთმა საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
- TI საარჩევნო ცვლილებაზე: უკან გადადგმული ნაბიჯია – მოვუწოდებთ პარლამენტს, არ მიიღოს
- ოცნების კანონპროექტით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება
- პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
- პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: თუ არ მოაწერს ხელს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, მაშინ მე მოვაწერ