ქორწინების იძულება

შსს: გოგოს მოტაცებისთვის მარნეულში 3 კაცი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულში დააკავეს 1977 წელს დაბადებული ა. ფ., 2000 წელს დაბადებული ი. მ და 2002 წელს დაბადებული ი. ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა. ფ.-მ მარნეულის ორ თანამზრახველთან ერთად მუნიციპალიტეტში, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა. მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები