კრისტოფერ ნოლანი

რატომ კრძალავს კრისტოფერ ნოლანი გადაღებებზე სკამებს? - ენ ჰეთეუეის პასუხი

Getty Images

ენ ჰეთეუეიმ გამოცემა Variety-სთან კრისტოფერ ნოლანის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ რეჟისორი გადასაღებ მოედანზე სკამებს კრძალავს.

მსახიობს კრისტოფერ ნოლანთან ორჯერ უმუშავია – ერთხელ The Dark Knight Rises-ზე, მეორედ კი Interstellar-ზე.

"თუ გადასაღებ მოედანზე სკამები იქნება, ხალხი დასხდება და თუ ისინი სხედან, გამოდის, რომ არ მუშაობენ.

ფილმების შექმნისას, მას აქვს საოცარი თვალთახედვის არეალი, ამბიცია, ტექნიკური სიმამაცე და ემოციები. ფილმი ყოველთვის გამოდის თავის დროზე და ყოველთვის ეტევა განსაზღვრულ ბიუჯეტში". – თქვა მსახიობმა.

ენ ჰეთეუეის თქმით, კრისტოფერ ნოლანი მისი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია.

"მე რეჟისორების მოყვარული ვარ. მიყვარს საუკეთესოების ძებნა და შემდეგ მათზე დაკვირვება". – თქვა მსახიობმა.

კრისოფერ ნოლანის აკრძალვებზე აქამდე ჰიუ ჯეკმანსაც უსაუბრია, რომელმაც 2006 წელს რეჟისორთან ფილმ Prestige-ზე იმუშავა. ის ამბობს, რომ ნოლანი გადასაღებ მოედანზე მობილური ტელეფონების ქონას კრძალავს.

კომენტარები