კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოდან Covid-19-ის კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფექციური საავადმყოფოდან ორი პაციენტი გაეწერა.

"მაგრამ ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი," - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება პროგრესირების სახით - "ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ".

stopcov.ge-ს 27 ივნისის ამჟამინდელი ინფორმაციით მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 921 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 126 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები