ელტონ ჯონი

ელტონ ჯონს სასამართლოში ყოფილმა ცოლმა უჩივლა

Page Six

პოპულარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ელტონ ჯონს, ყოფილმა ცოლმა, რენატა ბლაველმა სასამართლოში უჩივლა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბლაველი სასამართლო აკრძალვას ითხოვს, თუმცა რა საკითხს ეხება აკრძალვა ამ ეტაპზე, უცნობია.

ელტონ ჯონმა მომავალი ცოლი 1983 წელს გაიცნო. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 1989 წელს წყვილი განქორწინდა, მას შემდეგ ბლაველის სახელი პრესაში არ გამოჩნილა. მოგვიანებით ცნობილმა მომღერალმა ქამინგაუთი გააკეთა.

კომენტარები