თავდასხმა ენმ-ის ოფისზე

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს - დაკავებულია 1 ადამიანი

სალომე სიგუა

გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. 

როგორც ტაბულას ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. უწყების ცნობით, ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ტექნიკა. მათივე თქმით, ეს გორში, მათ ოფისზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა ერთი წლის განმავლობაში. 

შსს-ს ცნობით, 1969 წელს დაბადებული დ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები