თავდასხმა ენმ-ის ოფისზე

ქუთაისში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისს ცოცხები და კვერცხები ისევ ესროლეს

იმედი

დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციას მართავენ. 

მათ პარტიის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. ისინი ამბობენ, რომ ქუთაისის ოფისში ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება და სწორედ ამის გასაპროტესტებლად მოვიდნენ. 

რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ცნობისთვის, 29 ნოემბერს, ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ოფისის კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ოფისსა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ქუთაისში პარტიის ოფისს თავს ქართული ოცნების შტაბის წევრები, მერიისა, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები დაესხნენ.   

ბოტკოველის თქმით, მათ შორის იყვნენ საკრებულოს თანამშრომლები-ნანა კოსტავა, კახა ბოჭორიშვილი, იმედა საღინაძე და გიორგი ჭეიშვილი. ასევე, ბოტკოველი ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა სოციალური სასადილოს ხელმძღვანელი, თამთა ბაკურიძე, რომელიც ენმ-ის შტაბის, აქტივისტებისა და წევრების მიმართულებით კვერცხებს ისროდა.

კომენტარები