გიორგი რურუას საქმე

ფოტიგა: პოლიტპატიმარი რურუას გამოშვება აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად

ევროპარლამენტარი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანა ფოტიგა გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

ფოტიგა რურუას პოლიტპატიმარს უწოდებს და მიუთითებს, რომ რურუას საპატიმროდან გამოშვება აუცილებელი ნაბიჯია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის.

"საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების უმრავლესობის ფართო მხარდაჭერა სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის", - წერს ფოტიგა ტვიტერზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპარლამენტარი მმართველ გუნდს გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს - ამაზე მან არაერთხელ დაწერა ტვიტერზე, ასევე, ილაპარაკა 19 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

29 მაისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს III მოსმენით კენჭი უნდა უყაროს.

გიორგი რურუას გათავისუფლება კი 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. სწორედ ამ დოკუმენტის ფარგლებში ხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

კერძოდ, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

პარლამენტმა 115 ხმით საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი 23 ივნისს დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტში კანონის მისაღებად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც შეგროვდა.

I მოსმენის დროს, რომელიც 21 ივნისს გაიმართა, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილებებს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ცვლილებები 136 ხმით მიიღეს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები