ვაინონა რაიდერი და მელ გიბსონი

ვაინონა რაიდერმა მელ გიბსონი ჰომოფობიასა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

Insider

უცნაური ამბების ვარსკვლავმა, ვაინონა რაიდერმა გამომცემლობას The Sunday Times-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მელ გიბსონი ანტისემიტიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა.

"ჩემი წარმომავლობის შესახებ კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს კომენტარი არაერთხელ გაუკეთებიათ. მაგალითად, ერთმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ებრაელისთვის ზედმეტად ლამაზი ვარ. ერთხელ წვეულებაზე ჩემს გეი მეგობართან ერთად მელ გიბსონს შევხვდით. გიბსონი სიგარას ეწეოდა, უბრალოდ ვსაუბრობდით და მოულოდნელად ჩემს მეგობარს უთხრა: "შიდსს ხომ არ ამკიდებ"? მოგვიანებით ლაპარაკი ებრაელებზე ჩამოვარდა, მომიტრიალდა და მითხრა: "გილოცავ, როგორც ჩანს, ღუმელს გადაურჩი". მოგვიანებით გიბსონს ბოდიშის მოხდის მცდელობა ჰქონდა". – იხსენებს მსახიობი.

რაიდერის ბრალდებას გიბსონის ადვოკატები გამოეხმაურნენ, მათი თქმით, მსგავსი დიალოგი არასდროს შემდგარა და ვაინონა რაიდერი წლების განმავლობაში იტყუება.

2006 წელს მელ გიბსონი საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა. პოლიციელებთან საუბრისას მსახიობმა არაერთი ანტისემიტური ფრაზა გააჟღერა, მოგვიანებით საუბრის ამსახველი აუდიომასალა გავრცელდა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა. თავად გიბსონის აზრით, ჩანაწერი უკანონო გზით არის მოპოვებული და ინციდენტი ნერვული აშლილობის შედეგია.

კომენტარები