ბრიტანეთი

ბრიტანეთში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები 4 ივლისიდან შემსუბუქდება

ბორის ჯონსონი
Independent

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გამო დახურული მუზეუმები, კინოთეატრები, პაბები, რესტორნები, გასართობი პარკები, სასტუმროები, სალონები და გალერეები 4 ივლისიდან ხელახლა გაიხსნება.

ამას გარდა, აუცილებელი 2-მეტრიანი დისტანციის წესი შეიცვალა. ბრიტანეთში ამიერიდან 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. 

ისეთ ადგილებში, როგორიცაა პაბები და რესტორნები, პირბადისა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელი იქნება. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ჯონსონმა სექტემბრიდან სკოლების გახსნაც დააანონსა. 

დიდი ბრიტანეთი ერთერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. თუმცა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა და დაღუპულთა რიცხვმა იკლო. 

"რაც მეტად გავიხსნებით, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას სოციალური დისტანციის მითითებები". – ამბობენ ჯონსონის ადმინისტრაციაში.

თუ ვირუსის შესაჩერებლად აუცილებელი იქნება, ზომების ხელახალ დაწესებაზე არ იყოყმანებენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 300 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 42 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები