2020 წელს გარდაცვლილები

80 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი ჯოელ შუმახერი გარდაიცვალა

New York Post

ამერიკელი რეჟისორი, ჯოელ შუმახერი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი წლების განმავლობაში კიბოს ებრძოდა. 

შუმახერმა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში მუშაობდა. 70-იან წლებში დაიწყო სატელევიზიო ფილმების გადაღება. 1985 წელს ის ფართო აუდიტორიამ გაიცნო ფილმით – St. Elmo's Fire. მოგვიანებით გადაიღო კომედიური საშინელებათა საკულტო სურათი – The Lost Boys. 90-იან წლებში მუშაობდა ბეტმენის ფრენჩაიზისთვის გადაიღო ორი ფილმი - Batman Forever, Batman and Robin. სხვადასხვა წელს მიიღო ნომინაციები ბერლინისა და კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე .

შუმახერმა უკანასკნელად House of Cards-ზე იმუშავა და პირველი სეზონის ორი ეპიზოდი გადაიღო.

კომენტარები