თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედანის, მინდელის, ძოწის, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, ხაზინის, კოსტავას, გამრეკელის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, დელისის III ქუჩის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ემანუელ აფხაიძის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოლომონ დოდაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, ბოლნისის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის I კვარტლის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბოლნისის, დირსიჭალის, სოლომონ დოდაშვილის, ლერწმის, მანავის, ჩკალოვის, საექიმოს, მიხეილ აბრამიშვილისა და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ)  მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოსა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და ქრისტაფორე არეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კრწანისის ქუჩის  მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქვიშხეთისა და ერწოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო ჩხეიძის, სულიაშვილისა და თოიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". – აცხადებს თელასი.

კომენტარები