არჩევნები 2020

ხოშტარია: უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის სისტემური ცვლილება და არა - სახელების და გვარების

ამ არჩევნებში ჩვენ ხალხი უნდა დავარწმუნოთ, ერთი იმაში, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას, მაგრამ მეორე, ასევე უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების, არამედ სისტემური ცვლილება.

სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

მე დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობით ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება

თქვა ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები