ხვალ, 19 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ცაბაძის, ბორჯომის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
12 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი კოჯრის და სოფელი წავკისის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ," - აცხადებს თელასი.





