საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ჯამში ინფიცირებულების რაოდენობამ 888-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 731 ადამიანი.
ვირუსის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში Covid 19-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა.





