კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ ამ დინამიკით წავედით, არავითარი საფრთხე არ არის, არ უნდა "ავიშვათ"

თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის.

თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ დიდ მონაპოვარს და ისევ და ისევ "ავიშვით" და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების.

ამიტომ, ეპიდსიტუაციისდა მიხედვით, მერე იქნება გადაწყვეტილება მისაღები – საჭირო გახდება ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არ გახდება საჭირო, თუ ასე შემდეგ.

ჯერ დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები