აქცია პარიზში

პარიზში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

Reuters

პარიზის ცენტრში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეებს ოპერისაკენ მსვლელობის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციას ბოთლებს, ქვებს და სხვა საგნებს ესროდა.

აქციაში მონაწილეობდნენ 2016 წელს საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებისას მოკლული ადამა ტრაორეს ოჯახის წევრებიც.

"რაც ხდება ამერიკაში, ხდება საფრანგეთშიც. ჩვენი ძმები იხოცებიან". – თქვა აქციაზე გამოსვლისას მისმა დამ, ასა ტრაორემ.

აქციები გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც.  პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ლონდონში  ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მათ გარდა, ვინც რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებს, პარალელური აქციები გამართეს სხვა ჯგუფებმაც.

მოქალაქეების ნაწილი ომის მემორიალთან და უინსტონ ჩერჩილის ძეგლთან შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ფეხბურთის გუნდების ფანკლუბების წევრები. მათ თქვეს, რომ ძეგლებისა და ბრიტანეთის იტორიის სიმბოლოების დასაცავად გამოვიდნენ.

აქციების მონაწილეებს შორის მოხდა დაპირისპირება.

ევროპაში მიმდინარე აქციების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები