თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში ინფიცირებული თოთხმეტი პაციენტიდან ხუთის წყარო დაუდგენელია.
"ამისთვის გრძელდება ეპიდემიოლგიური კვლევა. ხუთივე არის განსხვავებული სივრციდან და მათი წყაროც სხვადასხვაა. თუ ჩაღრმავებული კვლევით მივლენ იქამდე, რომ ერთი პირველწყარო ჰყავდათ, ამას რა ჯობია". – აღნიშნა ეზგუბაიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ჯამში, ბოლო დღეების მონაცემებით, სავარაუდოდ, ათი პაციენტის დაინფიცირების წყაროა დაუდგენელი.
"აქამდე კიდევ ხუთი იყო, თუმცა, შეიძლება, რომელიმეს წყარო დაადგინეს და ჩემთვის უცნობია, თუ არ დაუდგენიათ, ათი გამოდის" – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 851-ია. გამოჯანმრთელდა 702 და გარდაიცვალა 13 პაციენტი.





