ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

ქანთარია: იყოს სამხედრო გაკვეთლები, ბავშვმა ისწავლოს რუკა, ისწავლოს იარაღთან მოპყრობა

თქვენ მაქსიმალურად უნდა იზრუნოთ, რომ მოხდეს ჯარის პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში. მივიდეს თითოეული მოსახლემდე. თვალსაჩინოება მაქსიმალურად იყოს დაცული სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება გადაცემები, ფილმები, ჯარისკაცებთან შეხვედრები... ამავე დროს, ძალიან კარგია,  სკოლებში შეხვედრა. სამხედრო გაკვეთილები გვქონდა. ჩემს თაობას ახსოვს. ეს უნდა იყოს არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო, პირველი სამი თვე, რომ გაუჩნდეს ინტერესი და თუ საინტერესო იქნება, მოსწავლე დარჩება. ამავე დროს ეს ჩვენს ვეტერანებს შეუწყობს ხელს, შევიდნენ სკოლებში და ბავშვმა ისწავლოს რუკა, ისწავლოს იარაღთან მოპყრობა. სწორად მოპყრობა და არა ის, რომ მერე გაიზრდება, ჩაიგდებს ხელში ავტომატს, თოფს და მერე რამდენი მსხვერპლი ხდება. ყველაზე კარგად თავდაცვის სამინისტრომ იცის, რას წარმოადგენს იარაღი.

კომენტარები