ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

პრემიერი: მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ეჭვი არავის შეეპაროს

მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთელი ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის. თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას და ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, დიდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები