ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

ხაზარაძე ღარიბაშვილს: 10 წლის გეგმას ვინ გიწერთ? რატომ ფიქრობთ, რომ წარმატებული იქნება?

თქვენ დღეს ისაუბრეთ ახალი 10-წლიანი გეგმის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ნანახი, საერთაშორისო დონის, ბევრში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ჩემი კითხვაა - ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს 10-წლიანი გეგმა იქნება წარმატებული, როცა გუნდს, რომელსაც თქვენ დღეს წარმოადგენთ და აქ არის, ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევია

შევთანხმდეთ წარმატების განსაზღვრებაზე - უნდა შევთანხმდეთ, თქვენთვის რა არის წარმატება და ქვეყნისთვის რა არის წარმატება, იმიტომ, რომ შეიძლება თქვენ გეგონოთ რაღაც წარმატება და ის რეგიონულ, საერთაშორისო მასშტაბში დიდი წარუმატებლობა იყოს

მიმართა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.

კომენტარები