კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, ხანდაზმულებს

სამწუხაროდ, არ ვემორჩილებით, საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს. ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, ვინც ასაკშია და ხანდაზმულია. კარგია, რომ პირბადე უკვე ყველას გვიკეთია თანდათან საჯარო დაწესებულებებში, მეტროში, მაგრამ ყველგან არ იცავენ ამ წესს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს რატომღაც არ ატარებენ ყოველთვის, ასევე სამარშრუტო ტაქსებში. ამავე დროს ავტობუსებში გვქონდა გადატვირთვის, გადაჭედვის შემთხვევები. პირბადეს სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს, მაგრამ, როცა ძალიან ახლოს ვართ და დისტანციას არ ვიცავთ, გადადების რისკი იზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველ არხთან საუბარში.

კომენტარები