ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

პაპუაშვილი: დესტრუქციული ძალებისთვის რომ მიგვეხედა, ახლა ოპონენტების დაძახება არ მოგვიწევდა

პარლამენტი

"ამ დესტრუქციული ძალებისთვის ადრე რომ მიგვეხედა, ახლა არ მოგვიწევდა პარტნიორების და ოპონენტების ძახილი. ამას ჩვენი ამომრჩევლები ყოველთვის წამოგვაძახებენ", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად.

თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით მხოლოდ მმართველმა გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოუსმინეს, თქვა რომ "ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დესტრუქციული ძალა გააქტიურდა, რომელთა მიზანიც ავტორიტეტული ინსტიტუტების დასუსტებაა.

"დესტრუქციული ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე, მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლიდერები და ინდივიდები', - თქვა ღარიბაშვილმა.

"მე ვიცი თქვენი პიროვნული თვისებები, ხასიათი. ამას გადაუჭარბებლად ვლაპარაკობ ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ ქვეყნის მსახურებას, საქმეს, რომელსაც თქვენ მოჰკიდებთ ხელს, მაქსიმალიზმს. ამისთვის მე ყოველთვის გიხდიდით მადლობას.

რაც შეეხება შემოტევებს - გასაგებია, რომ შემოტევები ყოველთვის არსებობს ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი კეთილი წამოწყების მიმართ, ეს ეკლესია იქნება, მეცნიერება იქნება, ექიმები იქნებიან თუ სხვა", - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები