კორონავირუსი საქართველოში

ოხანაშვილი: ნათლობის, ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის ყველა დამსწრე 2000 ლარით დაჯარიმდება

10-ზე მეტი პირის თავშეყრა ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით, რაც უკავშირდება სოციალურ ღონისძიებებს, დაჯარიმდება. ყველა იქ მყოფი ფიზიკური პირის მიმართ გამოყენებული იქნება 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ

ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, 15 ივლისის შემდეგ, გადაწყვეტილებას პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებენ.

კომენტარები