საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა. სულ კორონავირუსი საქართველოში ოფიციალურად 837 ადამიანს გამოუვლინდა.
ამასთან, 12 ივნისის დილის მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულების რიცხვი 697-ია.
ვირუსის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში Covid 19-ისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა.





