კორონავირუსი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: უსიმპტომო ადამიანების მიერ Covid-19-ის გადაცემა იშვიათია

მარია ვან კერკჰოვი
Time

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ დაავადებათა დანაყოფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უსიმპტომო ადამიანების მიერ კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები იშვიათია.

"იმ მონაცემებიდან, რაც გვაქვს, ჩანს, რომ იშვიათია ვირუსის გადაცემა იმ ადამიანის მიერ, რომელსაც სიმპტომები არ აქვს გამოხატული. ჩვენ გვაქვს ანგარიშები იმ ქვეყნებიდან, სადაც დეტალურად აღწერენ დაავადებულთა კონტაქტებს. ისინი მიჰყვებიან ასიმპტომურ შემთხვევებს, მათ კონტაქტებს და ვერ ნახულობენ გადაცემის ფაქტებს. ეს ძალიან იშვიათია", - თქვა მან.

მარია ვან კერკჰოვმა ახსნა როგორ ხდება ვირუსის გადაცემა ცემინებით და ხველებით:

"ვირუსი წვეთებით გადადის. თუ ყველა სიმპტომურ შემთხვევას მივყვებით, მათ კონტაქტებს, კარანტინში მოვაქცევთ, ეს საგრძნობლად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას და გადაცემას" - თქვა მან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით კორონავირუსიანი პაციენტების 35%-ს დაავადების არც ერთი სიმპტომი არ აქვს.

ასიმპტომურ პაციენტთაგან ნაწილს შესაძლოა მსუბუქი ან ატიპური სიმპტომები ჰქონდეს. შესაძლოა იყოს პრე-სიმპტომური პერიოდი, დაავადების ადრეული სტადია, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ვარ კერკჰოვმა მიუთითა, რომ ასიმპტომურში იგულისხმებოდა ის პირები, ვისაც არცერთი სიმპტომი დაავადების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენია. მისი თქმით ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს დაავადების მსუბუქ ფორმასთან.

კომენტარები