კორონავირუსი აშშ-ში

კალიფორნიაში ფილმებისა და სერიალების გადაღებები 12 ივნისს განახლდება

Variety

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, შტატის ტერიტორიაზე გადაღებების განახლების შესახებ ისაუბრა. ფილმებისა და სერიალების წარმოება 12 ივნისიდან აღდგება.

გუბერნატორის თქმით, გადასაღებ მოედნებზე სპეციალური პროტოკოლი იქნება შემოღებული, რომელიც პირბადეებით გადაადგილებას, ტემპერატურის გაზომვას, სოციალური დისტანციის დაცვას და სხვა შეზღუდვებს მოიაზრებს.

აშშ-ში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, კინოპროდუქციის წარმოება ახალი კორონავირუსის გამო რამდენიმე თვის წინ შეწყდა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ისლანდიასა და სამხრეთ კორეაში გადაღებები უკვე დაწყებულია.

კომენტარები