აშშ

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპი
GETTY IMAGES

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გასცა.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ახლა დედაქალაქიდან ჯარის გაყვანა შესაძლებელია, ვინაიდან ყველაფერი "იდეალურად ექვემდებარება კონტროლს" მას შემდეგ, რაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომი საპროტესტო აქციები დასრულდა.

"გავეცი ბრძანება, ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონიდან გასვლის პროცესი დაიწყოს. ახლა, როცა ყველაფერი იდეალურად ექვემდებარება კონტროლს, ისინი სახლში წავლენ, მაგრამ სწრფად დაბრუნდებიან, თუ ეს საჭირო გახდება". - დაწერა მან ტვიტერზე.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მოსალოდნელზე ცოტა ადამიანმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული გვარდიის დედაქალაქიდან გაწვევისკენ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა 2 დღის წინ, 5 ივნისს მოუწოდა. მისი თქმით, ჯარისკაცების ქუჩაში ყოფნა დემონსტრაციების მშვიდობიანად ჩატარებას ეჭვქვეშ დააყენებდა.

მასშტაბური საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ გაიმართა, რაც პოლიციელმა 25 მაისს ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა.

ვრცლად აშშ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები