კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი

Tom Wolf

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი.

7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 674 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. 

ამ დროისათვის საქართველოში 122 აქტიური შემთხვევაა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა თითქმის 7 მილიონს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3 413 417 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 402 273.

კომენტარები