ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსული ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ კადეტთა სკოლის კურსანტებს დაუდგინდათ. ინფორმაციას "რესი" სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გასულ 24 საათში 27 ტესტი ჩატარდა, აქედან 12 პირის პასუხი დადებითი იყო", - ამბობს გაგლოევა.

ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, COVID 19-ით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა - ერთი სამხედრო, 19 კადეტი, 5 ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული პირი და ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი.

პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სულ 57 პირს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, მათგან 31 გამოჯანმრთელდა.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები 5 მაისს დადასტურდა.

კომენტარები