ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში თიენანმენის ჟლეტის პროტესტის აკრძალვის მიუხედავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2020 - 16:53
tbl.ge/4sv2
დაკოპირდა

4 ივნისს ჰონგ-კონგში 30 წლის განმავლობაში ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გაპროტესტების აკრძალვის მიუხედავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აკრძალვის მიზეზად მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის რისკები დაასახელეს. მიუხედავად ამისა, არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე წელს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის", ქალაქის ავტონომიის ფაქტობრივი დასრულებით პეკინს ამ დღის გახსენების დასრულებაც სურს.

ჰონგ-კონგში უკვე 30 წელია ათასობით მომიტინგე ყოველწლიურად იკრიბება, რათა ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული მოძრაობის ყველაზე სისხლიანი დარბევა გააპროტესტონ. ისინი ითხოვენ, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს პეკინში თიენანმენის ჟლეტაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ჰონგ-კონგელები ვიქტორიას პარკში შეიკრიბნენ, სადაც ტრადიციულად ამ დღეს მოკლულებს იხსენებენ.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ჩინეთის პატრიოტულ-დემოკრატიული მოძრაობების მხარდამჭერი ჰონგ-კონგის ალიანსიდან, განაცხადეს, რომ ისინი 8-კაციან ჯგუფებად შეიკრიბნენ. ჰონგ-კონგში ამჟამად რვა პირის შეკრებაა დაშვებული.

ორგანიზატორები აქციაში მონაწილე აქტივისტებს LIVE ვიდეოს გადაღებისკენ, ხოლო მსოფლიოში ყველას სოციალურ ქსელებში დაღუპულთათვის ჰეშთეგის #6431truth დაწერისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 4 ივნისს ჰონგ-კონგში დემოკრატი კანონმდებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მთვარობამ ჩინეთის ეროვნული ჰიმნის კანონპროექტს, რითაც ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი ხდება, მხარი დაუჭირა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოში პოლიცია და სახანძრო სამსახური მივიდა, რადგან დემოკრატიის მომხრე კანონმდებლებმა 31 წლის წინ ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გასაპროტესტებლად უსიამოვნო სუნის სითხე დაასხეს. 

"მომაკვდინებელი სახელმწიფო სამუდამოდ ყარს. ჩვენი ქმედებით დღეს მსოფლიოს შევახსენეთ, რომ არასდროს უნდა დავივიწყოთ 31 წლის წინ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საკუთარი ხალხის მოკვლა," - განაცხადა ერთერთმა კანონდებელმა, ედი ჩუმ.  

2020 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

-----------

ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

თიენანმენიჰონგ-კონგიჩინეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 01:12

ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა

მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 00:16

მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება

საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 23:26

საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს

იარაღით გამოსახული აიათოლა ალი ხამენეი მარნეულის მეჩეთის დამსწრეთა მაისურებზე
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 22:42

იარაღით გამოსახული აიათოლა ალი ხამენეი მარნეულის მეჩეთის დამსწრეთა მაისურებზე

უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 21:32

უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
3ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
4Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა
5პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში