ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსული ინფექცია კადეტთა სკოლის 2 კურსანტს და ექთანს დაუდგინდა. ინფორმაციას "რესი" სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, 25 ჩატარებული ტესტიდან 3 პირზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, COVID 19-ით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა - ერთი სამხედრო, შვიდი კადეტი, ხუთი ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული პირი და ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი.
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები 5 მაისს დადასტურდა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



