ინფლაცია

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა.

ფასების ზრდა ყველაზე მკვეთრი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რამაც 14.7%-ით მოიმატა. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.

სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენია გაძვირებული (47.1%). ამას მოსდევს რძე, ყველი და კვერცხი (24.6%) და თევზეული (17.1%).

ფასები 4.6%-ით შემცირებულია ტრანსპორტის კატეგორიაში. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები კი 1.4%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.2% შეადგინა.

კომენტარები