კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 800-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა და ჯამში 800 გახდა. 

"ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. 3 ტრაილერის მძღოლია, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს სამი შემთხვევა. ისინი იყვნენ კარანტინში და საფრთხეს არ წარმოადგენენ",- თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

საქართველოში კორონავირუსისგან 634 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 3 მაისის მონაცემებით კი გარდაიცვალა მეცამეტე პაციენტი.

კომენტარები