მადონა

მადონა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ვიდეოთი გამოეხმაურა

ამერიკელი მომღერალი მადონა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ვიდეოთი გამოეხმაურა. ვიდეოში მისი შვილი დევიდ ბანდა მაიკლ ჯექსონის სიმღერაზე They Don't Care About Us ცეკვას ასრულებს.

"ჩემი შვილი დევიდი ჯორჯ ფლოიდისა და მისი ოჯახის პატივისცემის ნიშნად ცეკვას ასრულებს."

მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არაერთმა უფლებადამცველმა მადონას პოსტს არასერიოზული და უადგილო უწოდა. 

46 წლის აფროამერიკელი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი მინიაპოლისის პოლიციამ ყალბი ფულის გამოყენებისთვის დააკავა. ფლოიდი დაკავებისას გარდაიცვალა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ". 

ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ს 30 ქალაქში მასიური საპროტესტო აქციები მოყჰვა, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა.  

კომენტარები