კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დღეს დადასტურებული 11 შემთხვევიდან 8 საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 - მარნეულიდან

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 11 შემთხვევიდან 8 საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 - მარნეულის სოფელ მარეთიდან.

ეზუგბაია ამბობს, რომ ახალ ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა, კვლევები ახლა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდება.

საბურთალოს კლასტერი 2 დღის წინ გაჩნდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების წყარო სამედიცინო მუშაკია.

ეზუგბაია აცხადებს, რომ საბურთალოს კლასტერის და მათი კონტაქტების მთლიანად შესწავლა გრძელდება და აქედან ვირუსის ფართოდ გავრცელება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება ბოლნისის სოფლებს, გეტას და მუშევანს, სადაც სიტუაცია ყველაზე მწვავე იყო - ეზგბაია ამბობს, რომ "აქაც ბოლოში გავდივართ, თუმცა, კიდევ 1-2 კვირა დაგვჭირდება".

ეზუგბაიას თხოვნაა, "თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ვინაიდან კორონავირუსი არსად წასულა".

საქართველოში კორონავირუსი სულ 794 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 624 გამოჯანმრთელდა, 12 - დაიღუპა. მკურნალობას აგრძელებს 301 ადამიანი.

კომენტარები