კორონავირუსი

ჩილეს მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსისგან 111 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

SENAMA

ჩილეში კორონავირუსისგან 111 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ის კორონავირუსით მოხუცთა თავშესაფარში დაინფიცირდა. 

მიუხედავად რესპირატორული პრობლემებისა, ვირუსს მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არ დაუზიანებია. კორონავირუსის სიმპტომებიდან მას მხოლოდ ცხელება ჰქონდა. 

თავშესაფრის დირექტორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხუანიტას კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი განცალკევებით გადაყვანა გადაწყვიტეს, რათა სხვა მოხუცებს კორონავირუსი არ გადასდებოდათ. მისივე თქმით, ეს ყველაზე რთული რამ იყო. ქალი მოხუცთა თავშესაფარში მას შემდეგ ცხოვრობს, რაც 6 წლის წინ და გარდაეცვალა. 

აპრილში მასთან ერთად კორონავირუსით მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 18 ადამიანი დაინფიცირდა. ის იზოლაციაში 28 დღის განმავლობაში იყო. 

ჩილეში კორონავირუსით ინფიცირების 94 858-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 40 431 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 998 კი გარდაიცვალა.

კომენტარები