გიორგი გახარია პარლამენტში

ბოკერია: ხელისუფლებიდან რომ წახვალთ, მაოხრებელი გზირივით კი არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები

საპენსიო ფონდი არის ილუსტრაცია თქვენი დამოკიდებულების ხალხის, საზოგადოების და თავისუფლების მიმართ. თქვენ უფრო ჭკვიანები რატომ ხართ, ვიდრე ის ხალხი, ვინც თვითონ უნდა წყვეტდეს, როდის დახარჯოს თავისი ფული? ან გუშინ რომ იტყუებოდით აქ, ბატონო პრემიერო, თქვენ გინდათ, რომ მთავრობამ გაფლანგოსო, მთავრობამ კი არა, ვისაც შეატანინეთ ფული ძალით ან თუნდაც, ვინც შეცდა და შეიტანა, იმას რატომ არ ენდობით, რომ თვითონ გადაწყვიტოს? 

მისი ფულია, შავი დღე თქვენ თუ არ გიდგათ და კარგად ხართ, იმ ხალხს უდგას ეს შავი დღე, თქვენ მათზე ჭკვიანები რატომ ხართ?

ბატონო პრემიერო, მე შევამოწმე დეკლარაციაში და თქვენ დაზოგილი გქონიათ 50 000 დოლარი სადღაც, ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშვილმა, ხომ იცით, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია, მერე არ გაგიმართლოთ და სამსახური, ვერ იშოვოთ, და ვიღაცამ გითხრათ, რომ ამ 50 000 დოლარს ახლა არ გახარჯინებ, იმიტომ, რომ შენს სიბერეზე ვზრუნავო, რომ დაბერდები, მერე აიღე ეს შენი გადანახულიო. ბატონო პრემიერო, თქვენთვის რაც ის 50 000 დოლარია, ის არის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის 500 და 1000 ლარი.

რა პოლიტიკური უტიფრობაა, რომ ასეთი გაჭირვების დროს ხალხს ეუბნებით - თქვენს ფულს არ გაძლევთ, იმიტომ, რომ თქვენზე ჭკვიანები ვართ, როდის უნდა დახარჯოთო. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?

იქნებ დაფიქრდეთ, რომ ყოველი დღე, როცა მოქალაქეები შეიძლება, გაკოტრდნენ, მათი ოჯახების ფინანსური წესრიგი ჩამოიქცეს, მერე ძალიან ძნელი ამოსაქაჩი იქნება ქვეყნისთვის... თუ ერთხელ მოირღვა, მერე ათჯერ მეტი რესურსი სჭირდება ადამიანს, რომ ამოქაჩოს თავისი ცხოვრების დონე, თავისი შვილების განათლება. ახლა სჭირდება დახმარება და ყოველი დღე, როცა თქვენ არ ეხმარებით გადასახადების შემცირებით, არის პოლიტიკური დანაშაული.

მესმის, ნელ-ნელა ეგუებით, რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით რამდენიმე თვეში, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, კი არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები, თუ პოლიტიკაში ყოფნა გინდათ საერთოდ.

გაგვეცით პასუხი კონკრეტულად - რატომ არ წევთ გადასახადებს დაბლა, როცა ჩვენი ზომის ქვეყნებშიც კი, ბევრ სხვას აქვს ჩვენზე დაბალი გადასახადები, ამ გაჭირვების დროს

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში რემიერს მიმართა კითხვით - რატომ არ ამცირებს გადასახადებს.

კომენტარები