ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ქვეითს მანქანა აეროპორტის გზაზე შეეჯახა.

გარდაცვლილი 26 წლამდე მამაკაცია.

უწყების ცნობით, გამოძიება სსისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები