კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 74% გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 20-ით გაიზარდა და დღეის მდგომარეობით, COVID 19- ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 74% გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაია ამბობს, რომ 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა

"ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს - კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ პაციენტთან სტაბილიზაცია მიღებულია და მცირედი, მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება და ალბათ, მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება"- ამბობს მარინა ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები