26 მაისი

ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომლესაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ, დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება - თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობისა და თავდადების წინაშე.

საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე...

დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებასა და მებრძოლ სულს ემყარება.

თქვენ ხართ თანამედროვე დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში.

საქარველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის სამხადრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები