26 მაისი

პომპეო: საქართველოსთან პარტნიორობა ღირებულებებსა და თავისუფლების სიყვარულზეა დამყარებული

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ქვეყნის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

აშშ-სა და საქართველოს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის სიღრმისეულ სიყვარულზე. აშშ ურყევია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მკაფიო სურვილს. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ჩადებულ მნიშვნელოვან კონტრიბუციებს, ავღანეთში NATO-ს მისიის ჩათვლით. ქართველმა ჯარისკაცებმა მამაცურად იმსახურეს და ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ქართველს, რომლებმაც თავი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთოებისთვის.

მომავალი წლის განმავლობაში ველით, რომ საქართველოსთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლოს დასაყრდენ კანონის უზენაესობას. ჩვენ უცვლელად მხარს ვუჭერთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალისხმევებს Covid-19-ის პანდემიისგან აღდეგნის პროცესში. ასეთი კრიზისები გავხსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნამდვილი სიღრმესა და ღირებულებებს", - წერს მაიკ პომპეო.

კომენტარები