საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბოკერია: საზ. ტრანსპორტის აღდგენის გარეშე ხალხი ვერ შეძლებს მუშაობას და ოჯახებზე ზრუნვას

მოვუწოდებთ მთავრობას, სწრაფად, ახლავე აღადგინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია.

სანამ ტაქსებზე კიდევ შეზღუდვებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს - გაჭირვებულებს და საშუალო კლასს - არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალური მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ.

ამიტომ, სწრაფად არის დასაწყები, ახლავე, და არა გადადებით და არა მანამ სანამ ევროპული საქართველო, ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, ან საზოგადოება აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან.

ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს და პირიქით, დამძიმდება მათი ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდეს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს ხელისფულებას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ს მუშაობა აღადგინონ.

კომენტარები