მსოფლიოში კორონავირუსით ოფიციალურად ინფიცირებული 5 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 327 000 ადამიანი.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 2 720 346 ადამიანი მკურნალობს. აქედან 2%-ის (45 240 პაციენტი) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული (1 584 654) და გარდაცვლილი (94 507) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. კორონავირუსის აღრიცხული რაოდენობით მეორე ადგილზეა რუსეთი - 308 705 ინფიცირებული და 2 972 გარდაცვლილი. მას მოსდევს ესპანეთი (279 524 ინფიცირებული და 27 888 გარდაცვლილი, ბრაზილია (275 382 ინფიცირებული და 18 130 გარდაცვლილი) და დიდი ბრიტანეთი (248 293 ინფიცირებული და 35 704 გარდაცვლილი).





